თეატრის მუზეუმი

ნ. დუმბაძის  მოზარდ მაყურებელთა თეატრში არსებობს მუზეუმი. მასში დაცული დოკუმენტური,ფოტო,აუდიო და ვიდეო მასალებში ასახულია სამი თეატრის(რუსული და ქართული მოზარდ მაყურებელთა, რუსული თოჯინების თეატრი) 86 წლიანი ისტორია.

 მუზეუმის არქივში შედის სპექტაკლების დოკუმენტაცია, პიესის ტექსტები, ექსპლიკაციები, სამხატვრო საბჭოს ოქმები, ხელნაწერი მასალები, პრესა თეატრის  მსახიობებისა და სპექტაკლების შესახებ. მუზეუმის არქივში ინახება როგორც რუსული, ასევე ქართული პიესები.

აქ ინახება მასალები რეჟისორებზე, დრამატურგებზე, კომპოზიტორებზე, მსახიობებზე, რომლებიც მუშაობდნენ თეატრში. თეატრს აქვს მდიდარი ფოტო არქივი - 1927 წლიდან დღემდე.

მრავალფეროვანი და მდიდარია მუზეუმში არსებული ესკიზების კოლექცია, რომელიც 2300–მდე ესკიზს ითვლის. აქედან 75 ესკიზს ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. კოლექციაში შედის ცნობილი მხატვრების ესკიზები: ე. ახვლედიანი,ნ.ყაზბეგი,ი.შტენბერგი, ფ.ლაპიაშვილი,ი.გეგეშიძე,გ. მესხიშვილი,მ. ობრეზკოვი, და სხვა...

შედგენილია სარეპერტუარო ნუსხა.

თეატრის მუზეუმი აწყობს თემატურ გამოფენებს თეატრის ღირსშესანიშნავ  თარიღებთან დაკავშირებით.

 

მუზეუმის მიერ მოწყობილი გამოფენები:

2009წ. 22 მაისი- მუზეუმში დაცული ესკიზების გამოფენა (თეატრის ფოიეში)

2010წ. 11 მაისი-  საფრანგეთში ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა მ.ობრეზკოვის,ი.გეგეშიძის და ნ.ყაზბეგის ესკიზები .

2011წ.  9 ივნისი-  ელენე ახვლედიანის ესკიზების გამოფენა გალერეა „ბაიაში“.

2012წ. 18 აპრილი- რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრის დაარსებიდან  85 წლისთავისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია (თეატრის ფოიეში )

2013წ. 5 აპრილი -  „კუკარაჩას“ პრემიერასთან დაკავშირებით თეატრის ფოიეში გაიხსნა შ.გაწერელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა,სადაც წარმოდგენილი იყო ფოტო, საარქივო მასალა, აფიშები,სპექტაკლის მაკეტები და ესკიზები .

2013წ. 30 მაისი  -მხატვარ–ბუტაფორის სოსო ქაბზინაძის ხატების გამოფენა .

2014 წ. 22 აპრილი - მოზარდ მაყურებელთა თეატრის ფოიეში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „მსოფლიო კლასიკა მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე“ გამოფენა მიეძღვნა შექსპირის დაბადებიდან 450 წლის იუბილეს.

2016წ. 15 მაისი - მოზარდ მაყურებელთა თეატრში შვიდი ხელოვანის იუბილე სპექტაკლით " მეფე ლირი თავშესაფარში" აღინიშნა. თეატრის ფოიეში გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო მხატვრების აივენგო ჭელიძის ესკიზები და მაკეტები, მაია სხირტლაძის მიერ შექმნილი კოსტიუმები ( " სალამურა") და თავსაბურავები ( "ბაში-აჩუკი").

2016-2017წ.წ. 5 ოქტომბერი - სეზონის გახსნა მოზარდ მაყურებელთა თეატრში,  უ.შექსპირის კომედიით „აურზაური არაფრის გამო“ რეჟისორი  დ. ხვთისიაშვილი.პირველი წარმოდგენა მიეძღნა რეჟისორ ქ-ნ ლილი იოსელიანის ხსოვნას.სწორედ მან დადგა პირველად შექსპირის ეს პიესა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე.  სეზონის გახსნასთან დაკავშირებით  თეატრის ფოიეში გამოიფინა აფიშები,  სტენდები თეატრის ძველი და ახალი რეპერტუარის ამსახველი ფოტოებით, ასევე კოსტიუმები  სპექტაკლიდან „სამი უშკეტერი“.

 2017წ. 25 მარტი - მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ძეგ­ლე­ბის გა­მო­ფე­ნა თე­ატ­რის ფო­ი­ე­ში 25 მარტს გა­იხ­ს­ნა გა­მო­ფე­ნა წარ­მოდ­გე­ნი­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგ­ლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როს პრო­ექ­ტის - "გიყ­ვარ­დეს მე­ტი" - ფარ­გ­ლებ­ში.